რეზონანსი
09.10.2020

ზურა დოიჯაშვილის მეგობრის ბესო ჩუბინიძის ინფორმაციით, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოსწორებულა. ტყუილია გავრცელებული ინფორმაციაც თითქოს ზურასთვის ბინის ყიდვას აპირებდნენ მეგობრები.

„ეს ინფორმაცია ვიღაცამ გაავრცელა და არის აბსოლუტური ტყუილი. დათო ოქიტაშვილის სახელით წავიკითხე და ვიცოდი, რომ ტყუილი იყო და არც გამიგია და არც ჩატარებულა სამწუხაროდ.

ერთადერთი რასაც ვაკეთებთ მეგობრები პეტიცია დავწერე და კალაძეს შევუტანე და რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით არაფერია. 15 000 ადამიანის ხელმოწერა შევაგროვე. იქნებ რამით დაეხმარონ თუ ბინით არ დაემხარებიან“,- აცხადებს ბესო ჩუბინიძე.

„პრაიმტაიმმა” გაარკვია, რომ ზურა დოიჯაშვილის სამკურნალო ხარჯებისთვის თბილისის მერიამ კლინიკაში 30 ათასი ლარი გადარიცხა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×