რეზონანსი
08.10.2020

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებას ულოცავს.

„გამარჯვებას გილოცავ საქართველო! ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს! იმედი მაქვს, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“,- წერს კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 12 ნოემბერს საშინაო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებების წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×