რეზონანსი
08.10.2020

მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულმა მეანაბრეებმა აქცია გამართეს. ისინი დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვენ და ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

"5 წელია ქუჩაში ვდგავართ და ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. პარლამენტმა მუშაობა დაამთავრა, ჩვენ კი ვნადგურდებით უკვე და სასწრაფოდ უნდა გაატაროს მთავრობამ ღონისძიებები ჩვენი ფიზიკური გადარჩენისთვის,"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ეთერ კოხტაშვილი.

საფინანსო კომპანია საქართველოს 2000-ზე მეტი დაზარალებული ჰყავს, მათ წინაშე არსებული კრედიტორული დავალიანება რამდენიმე ათეული მილიონი ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×