მარიკა ხორავა
08.10.2020

„ლელო საქართველოსთვის" პირველი პოლიტიკური პარტია იყო, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატითა და ჩრდილოვანი კაბინეტით წარდგებოდა. თუმცა, არჩევნებამდე სამი კვირით ადრე პარტიაში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული. ამასობაში 4-მა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა საკუთარი პრემიერობის კანდიდატი.

ბოლო თველახევრის განმავლობაში „ლელომ" რამდენჯერმე დაასახელა მიახლოებითი ვადები, თუ როდის დაასახელებდა პრემიერობის კანდიდატს. დღეს პარტიაში აცხადებენ, რომ ვადებში არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და თავის გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს დღეებში ამცნობენ.

ამ მომენტისთვის პრემიერობის საკუთარი კანდიდატები უკვე დაასახელეს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" (მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია), „ნაციონალურმა მოძრაობამ" (მიხეილ სააკაშვილი), „ლეიბორისტებმა" (შალვა ნათელაშვილი) და „სტრატეგია აღმაშენებელმა" (გიორგი ვაშაძე). „ევროპულმა საქართველომ" კი ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ პრემიერობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

„ლელოში" აცხადებენ, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის ახლა დასახელება დაგვიანებული არ იქნება.

„არ ვაგვიანებთ არანაირად. რამდენიმე დღეში გაირკვევა და დავასახელებთ. ჩვენ ამომრჩეველს ეცოდინება ვინ არის ჩვენი პრემიერობის კანდიდატი" - განაცხადა „რეზონანთან" საუბრისას პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძე.

მისი თქმით, ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი, ჯერ პარტიაშჳ გადაწყვეტილი არ აქვთ.

„ჩვენ ვაპირებთ დავასახელოთ. ნათქვამი გვაქვს, რომ არჩევნებამდე იქნება. ჩვენ ამომრჩეველს ეცოდინება ვინ არის ჩვენი პრემიერობის კანდიდატი. ეს ნათქვამი გვაქვს და შესრულდება.

„პირდაპირ ვერ გიპასუხებთ ვინ იქნება კანდიდატი, ოფიციალურად გადაწყვეტი ჯერ არ არის. შესაბამისად, ვერ გაგცემთ პასუხს. რამდენიმე დღეში გაირკვევა და დავასახელებთ", - განაცხადა კოჟორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×