რეზონანსი
08.10.2020

სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმია ქალაქ სტეფანაკერტს რაკეტებით ბომბავდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს დილით აზერბაიჯანის არმიამ სამხრეთის მიმართულებით თავდასხმის დაწყება სცადა, თუმცა შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი ჯარისკაცი, სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი დაკარგა და ბატალიონის ჯარისკაცები ჯებრაილის პოსტებიდან გაიქცნენ.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ სამხრეთის საბრძოლო ზონაში აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×