რეზონანსი
08.10.2020

ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ალექსანდრ მიასნიკოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის სახეობების შესახებ წერს და მათ ორ განსხვავებულ დაავადებად მიიჩნევს.

„ჯერ კიდევ კოვიდამდე ეპოქაში უველა რესპირატორული დაავადებების 30 პროცენტი (დღესაც) კორონავირუსებით არის გამოწვეული – არა ახალი, არამედ ძველი, კეთილი, ადამიანური კორონავირუსებით, რომელთა 4 სახეობას ვიცნობთ“ , – წერს მიასნიკოვი და განმარტავს, რომ 60-იანებიდან არის ცნობილი ეს ვირუსები და ადამიანებს ისინიც ღამურებისგან შეეყარათ. 

მეორე ტიპი COVID-19 კი არის ვირუსული პნევმონია და ის პირველთან შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება. ასაკიან პაციენტებში მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ია.

ექიმი აცხადებს, რომ კორონავირუსის პირველი ტიპი ამბულატორიულად იკურნება, მეორე კი დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე. ინფიცირებულების 90% გადაიტანს ამ ვირუსს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×