რეზონანსი
08.10.2020

23 წლის მარიამ ძაგნიძის ემოციური ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა. ახალგაზრდა გოგონა საფრანგეთში, ლიონის ერთ-ერთ კლინიკაში სიმსივნის მძიმე ფორმას – იონგის სარკომას ებრძოდა, საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა, რომ საქართველოში მყოფი შვილები და ოჯახის სხვა წევრები უკანასკნელად ენახა.

მარიამის საქართველოში ჩამოყვანა რეანომობილით 35 ათასი ევრო ჯდებოდა, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნდა. ამიტომ, დახმარებას საზოგადოებას სთხოვდნენ. თვითმფრინავი სადაც მარიამი იყო, ერთი საათის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მარიამს თბილისამდე ექიმი უნდა გამოჰყოლოდა, რაშიც ფრანგმა მედპერსონალმა 15 ათასი ევრო მოითხოვა. როცა ეს ამბავი ლიონის სხვა კლინიკაში მომუშავე წარმოშობით ქართველმა ექიმმა გაიგო, მაშინვე ოჯახს დაუკავშირდა და დახმარების სურვილი გამოთქვა:

"მინდა გიამბოთ ლიონში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მომუშავე ქართველ ექიმზე, რომელიც7 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. გვანცა თოლორაიას საჯარო მადლობას ვუხდი. მან სრულიად უსასყიდლოდ თავისი ნებით გადაწყვიტა, რომ მარიამს გამოჰყოლოდა საქართველოში.

ამ მაგარ გოგონას ფრანგი მეუღლე ჰყავს, რომელიც ასევე კლინიკაში რეანიმატოლოგი გახლავთ. გვანცას ქმარმა მეც წამოვალ სულ რომ სამსახურიდან გამაგდონო, ჩავუყვანოთ მარი შვილებსო, ასე უთქვამს. 

ერთი საათის წინ, როცა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, სანამ მარის რეანომობილში გადმოიყვანდნენ, გვანცამ მარის მაკიაჟი გაუკეთა და შვილებს ასე აჩვენა.“ – განუცხადა "პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელს ნათია ლორიამ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×