რეზონანსი
08.10.2020

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა გარდაცვალების მიზეზად ძირითადად ხანდაზმულობა და ქრონიკული დაავადებები სახელდება. ამ განცხადებებს ასაკოვანი პირები ისმენენ, რაც მათ ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს:

„ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც ასაკთან ერთად აქვთ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, ძირითადად არიან სახლში და უყურებენ ტელევიზორს, რომელიც გადაჯერებულია საინფორმაციო გადაცემებით… კოვიდზე ინფორმაცია, გარდაცვალების გაჟღერების შემთხვევაში, ყოველთვის იდენტურია ფრაზები: "პაციენტი იყო ასაკოვანი, ჰქონდა თანმხლები დაავადებები",  თითქოს ისედაც გარდაიცვლებოდა კოვიდის გარეშეც და მერე რა მოხდაო… ამას ისმენენ ეს ადამიანები და როგორი ტრავმირება ხდება მათი ფსიქიკის ასეთი სიტყვიერი იატროგენული ზემოქმედებით არ გვიფიქრია? ან რა საჭიროა ამით თავის მართლება! თავი შეიკავეთ ასეთი განცხადებების გაკეთებისგან.

გუშინ, პაციენტის ბებიამ, 70 წლის ქალბატონმა, რომელსაც ჰიპერტონული დაავადება აქვს სევდიანი თვალებით მკითხა (როდესაც პრევენციის ზომებზე ვესაუბრებოდი) „მე თუ შემხვდა აუცილებლად მოვკვდებიო?“ გული მომიკვდა. დედა მყავს სახლში ასაკოვანი და ვგრძნობ, რომ დეპრესიაშია, არადა ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვაკონტროლოთ წინადადებები მაინც,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×