რეზონანსი
07.10.2020

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბავ­შვს აღ­მო­აჩ­ნდა ტემ­პე­რა­ტუ­რა, გა­დაგ­ვყავს ექთან­თან და­სა­ყოვ­ნე­ბელ ოთახ­ში, ვუ­კავ­შირ­დე­ბით მშო­ბელს და გო­ნივ­რულ ვა­და­ში ვთხოვთ, რომ გა­იყ­ვა­ნოს ბავ­შვი და მი­მარ­თოს 112-ს. თუ მშო­ბე­ლი ვერ მივა ბაღ­ში გო­ნივ­რულ ვა­და­ში, საქ­მე­ში 112 ერ­თვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პი­ლიტNews“-ში გა­ნა­ცხა­და.

გვან­ცე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი ბავ­შვე­ბის­თვის გარ­კვე­ულ სტრესს მო­ი­ცავს და არის სხვა სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბიც, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კეთ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, გა­წე­რი­ლია დრო, კონ­კრე­ტულ­მა მშო­ბელ­მა ბავ­შვი რო­მელ სა­ათ­ზე უნდა მი­იყ­ვა­ნოს და გა­იყ­ვა­ნოს ბა­ღი­დან.

"რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა ბა­ღებ­ში. ეს შე­ე­ხე­ბა, რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­კითხს, ასე­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ურ სა­კითხს. მშობ­ლებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ისი­ნი ბა­ღის შე­ნო­ბა­ში ვე­ღარ შევ­ლენ.

მათ გა­რეთ დახ­ვდე­ბათ აღ­მზრდე­ლი ან აღ­მზრდე­ლის თა­ნა­შემ­წე სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბით, გა­მო­არ­თმევს ბავ­შვს, შემ­დეგ ბავ­შვი გა­ივ­ლის თერ­მოსკრი­ნინგს და შემ­დგომ უკვე შეჰ­ყავთ ოთახ­ში. გა­წე­რი­ლია დრო, კონ­კრე­ტულ­მა მშო­ბელ­მა ბავ­შვი რო­მელ სა­ათ­ზე უნდა მი­იყ­ვა­ნოს ბაღ­ში და ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა გაყ­ვა­ნაც, თუმ­ცა თუ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და მშობ­ლებს სურთ, რომ ბავ­შვი ბა­ღი­დან ადრე გა­იყ­ვა­ნონ, ძა­ლი­ან მინ­და მშობ­ლებს ვთხო­ვო, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დონ და ასე­თი შემ­თხვე­ვის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვის გაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­მზრდელს 10 წუ­თით ადრე უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და გვან­ცე­ლა­ძემ.

ამას­თან, კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბი, რო­მელ­თა რე­ცხვა რთულ პრო­ცესს მო­ი­ცავ­და, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი­დან ამო­ი­ღეს.

ცნო­ბის­თვის, 12 ოქ­ტომ­ბრი­დან ბაგა-ბა­ღებ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×