რეზონანსი
07.10.2020

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს. მას „გამელოტებული კაცის ვარცხნილობის“ გამო, „თავქარიანი“ დაარქვეს.

„დღეს ჩვენი ახალშობილი უნდა გაგაცნოთ. ეს თავქარიანი არსება ჰამადრილების ოჯახის ახალი წევრია. თავქარიანი იმიტომ კი არაა, რომ ზედმეტად ცერცეტია, უბრალოდ გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან – მარცხნიდან.

ჰო, ქვაზე დახატულ ეშმაკს კი ჰგავს, ცოტა არ იყოს, მაგრამ ეგ არაფერი. ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს,“- აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×