რეზონანსი
07.10.2020

რადიო „იმედის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო „იმედი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაინფიცირებული გადაყვანილია სტაციონარში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომელი შვილისგან დაინფიცირდა.

„ის გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება სათანადო მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე, მას რადიოს ოფისთან და თანამშრომლებთან კავშირი არ ჰქონია.

„რადიო იმედმა" ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ოფისში ჩაატარა სადეზინფექციო სამუშაოები და პრევენციის მიზნით შეზღუდა გადაცემები, სადაც მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.

ეპიდემიოლეგებისა და ინფექციონისტების თქმით, გარემო, რომელშიც ვმუშაობთ არის უსაფრთხო და დაცული", - ნათქვამია რადიო „იმედის" მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×