რეზონანსი
07.10.2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ა.წ. 7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ხანმოკლე საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას.

საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×