რეზონანსი
07.10.2020

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობისას საზღვრის საკითხს მეგობრულად გადავწყვეტთ. არანაირი სხვა ტენდენცია, გარანტიას გაძლევს, არც ერთი სხვაგვარი პოზიცია, ჩვენგან, ჩვენი ხელისუფლებიდან, არასდროს არ წავა. „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელსაც ომი არ ჰქონია და არც ექნება მსგავსი დაძაბულობები, მითუმეტეს მეგობრებთან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისივე თქმით, საქართველოს აზერბაიჯანთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს.

„ჩვენ მეგობრობის ჩარჩოს, კამათის დონეზეც კი, არ გავცდებით. ოფიციალური სტრუქტურები ამას უზრუნველყოფენ და ეს ურთიერთობა დარჩება ისეთივე, როგორიც არის", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×