
მარტყოფში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული 37 წლის ბენეფიციარი გარდაიცვალა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
როგორც პანსიონატის ბენეფიციარები აცხადებენ, 2 პირს შორის დაპირისპირება მოხდა, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა 35 წლის ქალმა მამაკაცს კედელზე თავი 2-ჯერ მიარტყმევინა, რის შედეგადაც მამაკაცმა გონება დაკარგა.
გარდა ამისა, ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა დაშავებულის კლინიკაში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა, რის გამოც მომხდარზე ჯანდაცვის სამინისტროს შიდა მოკვლევის სამსახურმა მონიტორინგი დაიწყო.
ბენეფიციარები პანსიონატის მენეჯმენტს აკრიტიკებენ, რადგან, მათი თქმით, 37 წლის მამაკაცი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა. ბენეფიციარების თქმით, მკურნალობის შემთხვევაში ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებამ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.