რეზონანსი
07.10.2020

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ნიშნულამდე არ მივა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, სად არის კრიტიკული ზღვარი, ან როდის შეიძლება ქვეყანა ამ ზღვარზე მივიდეს, გიორგი გახარიამ უპასუხა.„ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ნიშნულამდე არ მივალთ. ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზეც სტრუქტურირება ხდება ისეთი, რომ ზეწოლა იყოს გადანაწილებული სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ვირუსის გავრცელების ტემპის შენელების. მისი გაჩერება შეიძლება თუ ისევ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ. 2 კვირაში გავაჩერებთ უპრობლემოდ, მაგრამ ეს ხომ არ გვინდა, ამიტომ ვამბობთ, რომ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×