რეზონანსი
07.10.2020

მეორე ტალღის შედეგებს როგორც კი შევაფასებთ, ეს იქნება დაახლოებით წლის ბოლოსთვის, დამატებითი სოციალური დახმარების შეთავაზების საჭიროებაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კორონავირუსის მეორე ტალღის შედეგები გახდება ცნობილი.

„ახლა შევედით მეორე ტალღაში, სადაც ვამბობთ რომ ადაპტაცია და თანაცხოვრება არის მთავარი. ასევე თანაცხოვრება არა მხოლოდ ვირუსთან, არამედ პოლიტიკურ პროცესთანაც. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არჩევნების პროცესი დაემთხვა ამ კოვიდ პანდემიას. როგორც კი ამას გადავივლით და როგორც კი პირველადი შედეგები მეორე ტალღის სოციალური ზემოქმედების შედეგები გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ იმ სოციალური შეთავაზების ახალ სტრუქტურასაც გამოვიტანთ სამსჯელოზე", - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსისი პირველი ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ ევროპაში მოსახლეობას ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×