
მომღერალმა ხათუნა ჟორდანიამ ფილტვის კიბოსთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.
მისი თქმით ამაში ლომის წვლილი იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დადებით, გამამხნევებელ შეტყობინებებს უგზავნიდნენ.
განვლილ ეტაპზე, ახლანდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმაზე ჟორდანიამ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი", ისაუბრა:
„მკურნალობის პირველი ეტაპი ისრაელში ჩავამთავრე. მეტასტაზები ალაგდა. დაავადება, დაპატარავდა და გამარჯვების პირველი ეტაპი გავიარეთ. უნდა გამეგრძელებინა თბილისში თერაპია, გადასხმები, რითიც დარჩენილ დაავადებას გავაკონტროლებდით და გავყინავდით დიდი ხნის განმავლობაში. მერე ზურამ ჩემი ავადმყოფობა გაასაჯაროვა, რაზეც ძალიან გავბრაზდი და მეწყინა. არ მიყვარს, როდესაც მიცოდებენ. პანდემიის პერიოდში უმძიმესად ვიყავი, კვირაში ერთხელ საავადმყოფოში სასწრაფოთი მივყავდი. მას მერე, რაც ზურამ ავადმყოფობის შესახებ გაასაჯაროვა, ჩემს ტელეფონში ესემესების გამოგზავნა დაიწყო. არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში რა მოხდა, მაგრამ დღეს პირველად თქვენი გადაცემიდან ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილი, სიყვარულით სავსე ესემესი გამომიგზავნა, უდიდესი მადლობა იმიტომ, რომ თქვენ, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინეთ. თქვენმა გამოგზავნილმა სიყვარულით სავსე წერილებმა ფეხზე წამომაყენა. შევეჭიდე და შევებრძოლე ამ ჩემს ავადმყოფობას მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სიარული მიჭირს, ცოტა სხვა რამ. ერთობლიობაში ბევრია, რაც ამ წუთას მაწუხებს, სანამ ჩვენ მკურნალობის მეორე ეტაპზე გადავალთ იმიტომ, რომ ჩვენ ეს გადასხმები შევწყვიტეთ და ამ წუთას იმუნოთერაპიის მეორე ეტაპზე გადავედი, რომელიც ავსტრიაში უნდა გაკეთდეს. ეს არის კლინიკა, სადაც 100%-იან განკურნების გარატიას გვაძლევენ და ამ დაავადების საბოლოო დამარცხების", - აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე