რეზონანსი
07.10.2020

ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად და ეს ხდება გლობალურად, თუმცა ეს ცხოვრება უნდა განხორციელდეს გარკვეული წესებით, ეს წესები შესასრულებლად ძალიან მარტივია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ დავხუროთ ეკონომიკა, განათლება, პოლიტიკური პროცესი, ამისთვის გვჭირდება ამ წესების დაცვა.

ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ წყნარად, მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×