
მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესაძლებლობა, ჩვენ შევქმენით კოვიდ-სასტუმროები, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„კლინიკურ მართვაში ჩვენ შევიტანეთ სერიოზული ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან. კერძოდ, მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესაძლებლობა, ჩვენ შევქმენით კოვიდ-სასტუმროები. როგორც კი მათ უჩნდებათ სიმპტომები, ერთვება გამოვლენის პირველი ეტაპი, ტესტირება და ადამიანები ექვემდებარებიან სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში სრულიად მზადაა. ამისთვის არის შექმნილი კლინიკური ჯგუფიც, რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფი, რომელიც სრულად მართავს ამ პროცესს", - განაცხადა გახარიამ.