რეზონანსი
07.10.2020

რამდენიმე დღის წინ სამმა მამაკაცმა თბილისიდან 24 წლის გოგო გაიტაცა. სვანეთიდან სპეციალურად ამ მიზნით ჩამოსული სამი ახალგაზრდა მამაკაცი გოგოს ქუჩაში დახვდა და ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა, რის შემდეგაც გეზი კვლავ სვანეთისკენ აიღეს. ირკვევა, რომ ერთ-ერთ მათგანს გოგოს ცოლად მოყვანა ჰქონდა განზრახული, კატეგორიული უარის შემდეგ კი მეგობრებთან ერთად მისი მოტაცება გადაწყვიტა.

ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილს მცხეთის გზაზე საპატრულო პოლიცია წამოეწიათ და სამივე მათგანი ადგილზე დააკავეს. აღმოჩნდა, რომ მანქანში მყოფმა გატაცებულმა გოგომ სამართალდამცველებთან დაკავშირება მოახერხა. ტელეფონში ისმოდა, თუ როგორ ითხოვდა ის დახმარებას, რის შემდეგაც 112-მა ავტომობილის ადგილმდებარეობის დადგენა და საპატრულო ეკიპაჟის გაგზავნა შეძლო.

დაკავებულებს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით წარუდგინეს. მოგვიანებით, დაზარალებულმა თქვა, რომ დაკავებულთა მიმართ პრეტენზია აღარ აქვს და თანახმაა აღკვეთი ღონისძიების სახით მსუბუქი ზომის გამოყენებაზე.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×