რეზონანსი
07.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრიდან აცნობეს, ინფიცირების წყარო აღნიშნული პირის კონტაქტია, რომელიც მის სამსახურს არ უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, მისი, როგორც კონტაქტის გამოვლენის შემდეგ, პირი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომლები ყოველ კვირაში იტესტებიან და შესაბამისად, დამატებითი ტესტირების ან თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×