რეზონანსი
07.10.2020

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4887-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 62-ს შეადგენს.

ბოლო 2 დღეა ინფიცირების შემთხვევები ცოტათი იკლებს. გუშინ ქვეყანაში 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გუშინწინ - 578.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×