რეზონანსი
07.10.2020

ეპიდემიოლოგები აჭარაში საარჩევნო პროცესის ჩაშლის საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ. სპეციალისტები მსგავსი სცენარით მოვლენათა განვითარებას იმ შემთხვევაში პროგნოზირებენ, თუ რეგიონში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა შენარჩუნდება. 

"მატება გვაქვს, რაც ქმნის რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა მას რამდენად გაუძლებს. ლოკალურად აჭარაში და ბათუმში მიმდინარე პროცესები ძალიან მაღელვებს, მესმის რომ ახლა ამას არჩევნების თემა ეჯაჭვება და საარჩევნო პროცესების ჩაშლას გამოიწვევს რეგიონში კარანტინის შემოღება და ღონისძიების გამკაცრება, მაგრამ სახელმწიფომ ადამიანების სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება," - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×