რეზონანსი
07.10.2020

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განკარგულებით, ევლახის რაიონში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს, თუმცა მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ „აღნიშნული ტერორისტული მცდელობა აღკვეთა”. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი კი უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადა:

„აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ სომხურმა ქვედანაყოფებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელება სცადეს, ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა სამხედრო ობიექტი და ადგილი, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის მიმართულებით, განადგურდება”, – წერს სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×