რეზონანსი
06.10.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა ნახევარზე მეტს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზაციის ისტორია სხვა დაავადებების გამო. ამასთან, ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდის დროს COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 58.9.% (95% CI 42.1%-74.4%) აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 23%-ს (95% CI 11.1%-39.3%) დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. ძირითად შემთხვევაში (94.8%, 95% CI 82.6%-99.3%) დაავადება გართულებული იყო პნევმონიით, გარდაცვლილთა 84.6%-ს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა (95% CI 69.4%-94.1%), სეპტიცემია აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 38.4%-ს (95% CI 23.3%-55.3%), ხოლო 35.8%-ში განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი (95% CI 24.2%-50.9%).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×