რეზონანსი
06.10.2020

პანდემიიდან 8 თვის თავზე მსოფლიო ნელ-ნელა ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. კორონავირუსის პარალელურად სხვადასხვა ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. გამონაკლისი არც საქართველო გახლავთ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყეს.

რა როლს თამაშობენ ბავშვები კორონავირუსის გავრცელებაში ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ბავშვებს დაავადება მსუბუქად გადააქვთ და ხშირად სიმპტომები საერთოდ არ უვლინდებათ.

ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის შემთხვევების რაოდენობა თინეიჯერებში უფრო მაღალია, ვიდრე ბავშვებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×