რეზონანსი
06.10.2020

სექსუალური ძალადობა 9 წლის ბავშვზე - 68 წლის მამაკაცი, რომელიც ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ყოფილი პოლიციელია. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხი" ავრცელებს.

9 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ გოგონას მონათხრობიდან გაიგო. დედა ყვება, რომ ყოფილი პოლიციელი მათი მეზობელია. ის გოგონას კარის გაღებაში დაეხმარა და შემდეგ მასზე იძალადა.

ოჯახი "მთავართან" საუბრისას აცხადებს, რომ გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს მფარველობენ.

ძალადობიდან 2 კვირის შემდეგ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მეტიც მამაკაცმა ოჯახს ცილისწამებისთვის უჩივლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×