რეზონანსი
06.10.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა აჭარაში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.

როგორც მან განაცხადა, აჭარაში ყველა კოვიდ-კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და თავად მედიკოსები კვალიფიციურად ასრულებენ მოვალეობას.

"მინდა სრულ პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აჭარაში ყველა კლინიკა,სადაც ვიყავით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილია, შეესაბამება დღევანდელ კოვიდ-ცენტრის მართვის კრიტერიუმებს.

კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, მართალია, ვართ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვართ დაავადებულები. ამიტომ, რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო. ვინაიდან, დღემდე არ არსებობს სამკურნალო საშუალება, მხოლოდ და მხოლოდ არსებობს ფიზიკური დისტანცია და პირბადე, კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და აჭარა იმედია, მალე გათავისუფლდება კოვიდინფექციისგან.

რამდენიმე დღეა ვიმყოფები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მართალია კლინიკა ახალგახსნილია, მაგრამ აღჭურვილია ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, როგორც უნდა იყოს თანამედროვე კლინიკა.

რაც შეეხება მედპერსონალს, გყავთ ძალიან კვალიფიციური და კარგი მედპერსონალი და მართვას შესანიშნავად ართმევენ თავს. ისეთი პროტოკოლით ხდება მართვა, რაც სამყაროშია", - განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×