რეზონანსი
06.10.2020

სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფოს მძღოლს დაუფიქსირდა.

დაინფიცირებულ პირს ოჯახის წევრების გარდა სამსახურეობრივი კონტაქტი მედ-პერსონალთანაც უფიქსირდება.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლს სიმპტომები არ ჰქონია და მისი დაინფიცირების შესახებ გეგმიური ტესტის ნიმუშის აღების შემდეგ გახდა ცნობილი.

დაინფიცირებულ პირთან შემხებლობაში მყოფი პერსონალი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 59 პირს დაუფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×