რეზონანსი
06.10.2020

ფიზიკური დაპირისპირება გორში. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 39 წლია მამაკაცი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა. დაშავებული თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.

კლინიკაში დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თავად პაციენტის თხოვნის შესაბამისად არ საუბრობენ.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

"ჩემს შვილს ხერხემალი სამგან აქვს გადატეხილი და მას ოპერაცია ჩაუტარდა. ვერ გეტყვით ეს დაზიანებები თავდასხმისგან მიიღო თუ ჩავარდნით, ოთხივე კიდური პარალიზებულია. მან ნაცნობ პოლიციელთან დარეკა და უთხრა სადღაც შენობაში ვარ, მიპოვეთო. ვერხვები ახსენა და იქვე იპოვეს 2 საათში,"- განაცხადა დაშავებულის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×