რეზონანსი
06.10.2020

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით 67 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტს, რომელიც სამკურნალოდ ქუთაისიდან გადმოიყვანეს, COVID-19 23 სექტემბრს დაუდასტურდა. მას ონკოლოგიურ დაავადებასთან ერთად შაქრიანი დიაბეტიც ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგი, ივანე ჯავახიშვილი ამბობს, ქალს ვირუსი სავარაუდოდ თავისივე ოჯახის წევრისგან გადაედო.

ამჟამად ამ ცენტრში 80 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია, სამი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×