
სამი გარდაცვლილი, COVID19-ის 348 ახალი შემთხვევა და 209 გამოჯანმრთელებული - ასეთია აჭარაში ეპიდვითარების დღევანდელი მონაცემები.
აჭარაში გარდაცვლილი 68 წლის კაცის, დიაგნოზი იყო COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 64 წლის ქალის დიაგნოზი იყო COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადება ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი. ჭარბწონიანი. პაციენტი გარდაიცვალა 5 ოქტომბერს.
აჭარაში მესამე გარდაცვლილი 84 წლის კაცია. მისი დიაგნოზი იყო COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი. პაციენტი გარდაიცვალა 6 ოქტომბერს.
ბოლო მონაცემებით, აჭარში მკურნალობას Covid კლინიკებში - 470 პაციენტი, 19 არასრულწლივანი, 20 ოსრული გადის.
რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი. თავისუფალია 58 საწოლი. Covid სასტუმროებში იმყოფება 943 ადამიანი, აქედან არასრულწლოვანია - 92.
აჭარაში ბინაზე კოვიდინფიცირებული 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდკლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.