
მარინა ენდელაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს იმისთვის, რომ თბილისში არ დაიწყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობით მატება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველაზე მთავარია ის, რომ მოიმატა თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება აქ ხდება, ძალიან გვჭირდება სიფრთხილე, იქნებ როგორმე გადავურჩეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი რაოდენობით ინფიცირებულის გამოვლენას", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
დღეს კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 თბილისში, 59 კი იმერეთში დაფიქსირდა.