
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებდა. საბოლოოდ კი, ვინაიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, ამის გამო მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
„ეს არ იყო მთლად ჭორი, მე ამაზე ვფიქრობდი პირადი ფაქტორების გამო. მაგრამ, სწორედ იმიტომ რომ არის შემთხვევების გარკვეული მატება, ჩემი ყოფნა, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ჩავთვალეთ, რომ საჭიროა და ახლა არ იყო ამისთვის შესაბამისი დრო. ეს კონფლიქტთან დაკავშირებული არ არის, ეს უკავშირდებოდა ჩემს ყოფით, პირად ფაქტორებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ გადადგომა სხვა დროსაც სცადა. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზი კლინიკის შენობა იყო.