რეზონანსი
05.10.2020

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა სქე­სი თით­ქმის თა­ნა­ბა­რი პრო­პორ­ცი­ით არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი - 20 კაცი და 19 ქალი.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე სტა­ცი­ო­ნა­რე­ბი­დან გა­წე­რი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მიერ სა­წოლ­დღე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა­ცაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა 19.9 დღეს შე­ად­გენ­და, სა­წოლ­დღე­ე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა კი, 2 დღეს.

გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­წოლ­დღე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა უფრო მა­ღა­ლია თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში.

„30 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა პრო­ცენ­ტმა 98,87 შე­ად­გი­ნა, გარ­და­იც­ვა­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 1,13%.

COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კობ­რივ სტრუქ­ტუ­რა­ში ჭარ­ბო­ბენ 70 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბი (46.2%), ხოლო 70-79 და 79 წელ­ზე მეტი ასა­კობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რა კი თით­ქმის, თა­ნა­ბა­რი პრო­პორ­ცი­ით არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, სქე­სის მი­ხედ­ვით - 20 კაცი და 19 ქალი.

გარ­დაც­ვლილ პა­ცი­ენ­ტთა ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ანამ­ნეზ­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ის­ტო­რია სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ეპი­ზო­დის დროს COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ ყვე­ლა პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის 58.9.% (95% CI 42.1%-74.4%) აღე­ნიშ­ნე­ბო­და გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, 23%-ს (95% CI11.1%-39.3%) დი­ა­ბე­ტი და ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე იყო მძი­მე ან კრი­ტი­კუ­ლი. ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში (94.8%, 95% CI 82.6%-99.3%) და­ა­ვა­დე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო, პნევ­მო­ნი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა 84.6%-ს აღე­ნიშ­ნე­ბო­და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა (95% CI69.4%-94.1%), სეპ­ტი­ცე­მია აღე­ნიშ­ნა გარ­დაც­ვლილ პა­ცი­ენ­ტთა 38.4%-ს (95% CI 23.3%-55.3%), ხოლო 35.8%-ში გან­ვი­თარ­და მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მი (95% CI 24.2%-50.9%)", - ნათ­ქვა­მია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×