რეზონანსი
05.10.2020

„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, „დიდი პოლიტიკიდან" შესაძლოა, კვლავ თეატრსა და კინოს დაბრუნდეს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ინფორმაცია „პრაიმტაიმს" მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ მის გეგმებში აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ უკვშირდება.

„ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, რაღაც გეგმები მაქვს, თუმცა ზუსტად კი-ს ვერ გეტყვით. შესაძლოა, ფილმთან იყოს დაკავშირებული, ანუ შესაძლოა, ფილმში მიხილოთ ან მე ვიყო მისი შემქმნელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზუსტად ჩემოყალიბებული არ ვარ და როცა ჩამოვყალიბდები, აუცილებლად გაცნობებთ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, წყდება თუ არა გული, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა, პაპუაშვილი გვპასუხობს:

„ჩემი სურვილი სიაში და პარლამენტში ყოფნა არ იყო",- გვითხრა პაპუაშვილმა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×