
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საპატრიარქოში გამართულ ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა.
როგორც უწმინდესმა განაცხადა, მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი ქართველი ერის ერთობაა.
„მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია.
მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.
ცნობისთვის, დღეს პატრიარქის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სასულიერო აკადემიამ პატრიარქს ჰონორის კაუზას საპატიო დიპლომი გადასცა.