რეზონანსი
05.10.2020

გორში, კომბინატის დასახლებაში მოწამლულ მოზარდთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა.

ამის შესახებ ინფორმაციას dianews.ge- ავრცელებს.

მოწამლულ მოზარდთა უმრავლესობა მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

როგორც სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი განმარტავს სკოლაში დღეს არ გამოცხადებულა არც სამი პედაგოგი, მიზეზი, სავარაუდოდ, სასმელი წყლით ინტოქსიკაციაა.

„მშობლები უკავშირებენ წყალს ან საკვებს. მიზეზებს ადგენენ. მოწამვლის შემთხვევები ძირითადად ერთ უბანს, კომბინატს უკავშირდება" - აცხადებს „იავნანას" ექიმი.

ბავშვების მოწამვლის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. კომბინატში მცხოვრები მოსახლეობა წყალს ორი დღეა სუპერმარკეტებში ყიდულობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×