
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, „სტატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.