რეზონანსი
05.10.2020

ქუთაისში „ჰოსპიტალსერვისში“ კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ​ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან შეიყვანა.

ტარიელ კუხიანიძის განცხადებით, პაციენტს ​ფილტვების მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

„გადავიყვანეთ ბოქსორებულ პალატაში, თავიდანვე მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე დაცული იყო. თავიდანვე კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა. დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანას, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იყო არატრანსპორტირებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის, მას ჰქონდა, ბევრი თანმხლები დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელების ცენტრში იყო, მას თავიდან არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში" - აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×