
2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა მემორანდუმი „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციასა“ და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს“ შორის.
ურთიერთანამშრომლობის მთავარი მიზანია:
- ავტომობილის გამონაბოლქვის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა ;
- საქართველოში რეალიზებული საწვავის ხარისხის მონიტორინგის განხორციელება.
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
- საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ღონიძიებების მოწყობა და წინადადებების შემუშავება;
- თანამშრომლობა ჯანსაღი კონკურენციის მისაღწევად და ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად;
- ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება.