რეზონანსი
05.10.2020

არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ, თანაბარ პირობებში ჩაატარონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე პირბადით იქნებიან, რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, მისი ინფორმაციით, აღნიშნულზე ეპიდემიოლოგების მიერ დეტალური მითითებები გაიცემა.

„არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, არჩევნები ჩატარდება. პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაატარონ საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ, თანაბარ პირობებში. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო და ამაზე ჩვენს ბევრს ვსაუბრობდით. მოგვიწევს ადაპტირება და თანაცხოვრება ამ ვირუსთან. პირველ ტალღასთან შედარებით, დღეს უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს. ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს და რა თქმა უნდა, ვიდრე არ იქნება ვაქცინა, უნდა დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გვაძლევენ. ასევე, ყველაზე მთავარია პირბადის ტარება. ადამიანი, რომელიც ხმის მისაცემად შედის, ცხადია, პირბადით იქნება, მაგრამ, როდესაც რეგისტრაციას გადის ამაზე დეტალურად იქნება მითითებები მიცემული, როგორ და რა ფორმით განხორციელდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×