რეზონანსი
05.10.2020

ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებული იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ გნაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ამ ტერტიტორიას თბილისს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს და ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე პარკი.

„ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე თბილისის ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.

პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია. უახლოესი დღეების განმავლობაში უკვე მოგაწვდით ზუსტ თარიღს, როდის დაიწყება მშენებლობა“, – აღნიშნა კახი კალაძემ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×