რეზონანსი
05.10.2020

ჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2 გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულ პაციენტზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 80 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 23 სექტემბერს შეიყვანა დიაგნოზით: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 4 ოქტომბერს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეორე გარდაცვლილი, 65 წლის ქალი, ამავე კლინიკაში ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა დიაგნოზით: COVID-19, პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ფჰიპერტენზია, შოკი, კომა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 4 ოქტომბერს“, - ნათქვამია განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×