რეზონანსი
05.10.2020

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ დაუბრუნებს თუ არა მიხეილს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მოქალაქეობის აღსადგენად სააკაშვილი პროტოკოლს უნდა მიჰყვეს.

„ჰიპოთეტურ კითხვებს არ ვპასუხობ. არ აქვს შემოტანილი (განაცხადი) და არც არანაირად არ ჩანს, რომ აპირებდეს. მე მგონი უფრო სპეკულირებს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი არის და რა იქნება შედეგი, ვნახოთ. ჯერ ერთი რომელ სამშობლოში ბრუნდება? ეს არის მისი სამშობლო? თვითონ უკრაინასაც ეძახის სამშობლოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×