რეზონანსი
05.10.2020

ქალი, რომელმაც 35-ჯერ სცადა თვითმკვლელობა ეხმაურება ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების საკითხს და ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს. იგი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის საუბრობს სუიციდურ წერილებზეც:

„ჩემმა ორმა მეგობარმა მოიკლა თავი და დავიჯერე, არ ვარ ის ადამიანი, ვისაც არ სჯერა, რომ ვიღაც თავს მოიკლავს, მაგრამ მაგ გოგოს თვითმკვლელობას ვერავინ დამაჯერებს, გამორიცხულია.

გოგო, რომელსაც ასე უყვარს ვიდეოების ჩაწერა და საკუთარ თავთან საუბარი – როგორ გგონიათ, სიკვდილის წინ არ ჩაწერდა ვიდეოს?

ისედაც ჩვევაში ჰქონდა ვიდეოს ჩაწერა, ხელს უშლიდა ვინმე?

მარტო იყოო, გვეუბნებიან და თავზე საყრელად ჰქონდა დრო. ჩანს როგორ უყვარს ოჯახი, მე რომ მოვკვდე, სიცოცხლე გაუმწარდებათო, ამბობს, ოჯახსაც კი არ ემშვიდობება?

არ იქცევიან თვითმკვლელები ასე, არა!

წერილი დატოვაო, რა წერია იმ წერილში, ანაბარზე რომ თანხაა გამოიყენეთო? – სად წავიდოდა ის თანხა, ისედაც გამოიყენებდნენ.

აუცილებლად ეცდებოდა ახლობლებთან დამშვიდობებას და მიზეზის თქმას, რატომ იკლავს თავს. ისეთ წვრილმანზე აქვს ჩაწერილი ვიდეო, ეჭვიანობაზეც კი და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და მიზეზი არ თქვა?

ახლა დაიწყეს წერა და საუბარი, დედის და მამის საუბარი არ მოგვწონსო, რას უწუნებენ – არასაკმარისად ქალაქური კილო აქვთ? კილო არ მოსწონთ? სიტყვები?

გამწარებული დედაა, რომელიც იბრძვის სიმართლის დასადგენად, რა საუბრის მოწონება-არ მოწონებაზეა საუბარი?!“ - ამბობს ახალგაზრდა ქალი „ალიასთან“ საუბრისას.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც 17 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×