რეზონანსი
04.10.2020

კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული კლინიკის ხელმძღვანელისა და ბათუმის საკრებულოს ენმ – ს წევრის ლევან ანთაძის განცხადებით, თბილისში, ბათუმში არსებული ეპიდემიური სიტუაციის სცენარი განმეორდება.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში კვლავ რჩება გამოწვევბი ყველაზე რთული კი მძიმე პაციენტების მართვაა.

„თუ არ ვცდები 1 სექტემბერი იყო, როდესაც ბათუმში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ვთქვი, რომ 300 გადააჭარბებდა შემთხვევათა რაოდენობა. სამწუხაროდ ასეც მოხდა. ეს ციფრები მოსალოდნელი იყო, რადგან ამის პროგნოზირება საერთაშორისო პრაქტიკიდან ხდება. გამოწვევები ბევრია. მძიმე პაციენტების მართვის პრობლემაა, რომელზეც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობს და მისი რეანიმაციული განყოფილება გადავსებულია. ასევე პრობლემად რჩება პისიარ ტესტებისა და პასუხების საკითხი. სავარაუდოდ თბილისში იქნება მნიშვნელოვანი გავრცელება. ამიტომ აჭარის მოდელი უნდა გავაკეთოთ იდეალური, რომ შემდეგ მისი გადატანა მოხდეს თბილისზე. რეალური კონტურები ისახება, რომ თბილისშიც ანალოგიური აფეთქება იქნება, როგორც ბათუმში.“ – განაცხადა ლევან ანთაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×