რეზონანსი
04.10.2020

დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის, ისე განათლების მიღების უფლება.

მისივე თქმით, ერთის გამო მეორეს უფლების წართმევა დაუშვებელია. ამასთან ზახაშვილმა აღნიშნა, რომ 10 წლამდე ბავშვები დიდებთან შედარებით ნაკლებად გადამდებები არიან.

„ეს ორი ფუნდამენტური უფლებაა ადამიანის: ჯანმრთელობისა და განათლების უფლება. არცერთის წართმევა არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს, ერთი მეორის ხარჯზე. ესეც, ალბათ, მოდელირების პრინციპით შეიძლება წავიდეთ. ვიცით, რომ გაიზრდება მობილობა, გაგვეზრდება შემთხვევათა რაოდენობა. არის კიდევ მოცემულობები, რომლებიც ცნობილი გახდა ვირუსის შესახებ. ათ წლამდე ასაკში ვირუსით ინფიცირებული ბავშვები ნაკლებად გადამდები არიან სხვებისთვის. ისინი დაბალი ხარისხის გამავრცელებლებად ითვლებიან, ვიდრე მოზრდილი ადამიანები. ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა ჰიპოთეზის სახით და ჯერ სრულად დამტკიცებული არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვები სრულიად არ გადასდებენ სხვას, არა, გადასდებენ, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც მოზრდილები. მომავალში ცნობილი უფრო მეტი რამ გახდება, უფრო მეტს შევძლებთ, მეტად ჩამოყალიბდება ტექნიკური შესაძლებლობები განათლების მიწოდებისთვის, რომ გვქონდეს პროცესი, რომლის მართვაც შეიძლება და სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ დაავადებულებს,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×