რეზონანსი
04.10.2020

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის შეფასებით, ექვსთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ავიარეისების განახლება მნიშვნელოვანია.

„ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დღეს ქუთაისის აეროპორტმა რეგულარული ავიარეისების მიღება განაახლა – დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა. მათგან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, რაც პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობას გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.​ რეკომენდაციების სრული დაცვით საწყის ეტაპზე რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება, მაგრამ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რათა საჰაერო სივრცე ეტაპობრივად გაიხსნას ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული.

ჩვენ კორონავირუსის პანდემიამდე ვიღებდით უამრავ ვიზიტორს და შეზღუდვების მიუხედავად, ქუთაისი საინტერესო ტურისტულ მიმართულებად რჩება. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ როგორც ადგილობრივების, ასევე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×