რეზონანსი
04.10.2020

ახმეტის სოფელ მატაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი, მძიმედ დაშავდა.

დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ მძიმე ტრავმებით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომანქანას გზაჯვარედინზე გადასვლისას სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი 20-წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი გოგო კი საავადმყოფოში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძება 276-ე მუხლით დაიწყო. გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა შედეგით დასრულდა ავარია. მინიმალური სანქცია 500-ლარიანი ჯარიმაა, მაქსიმალური - 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×